გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შსს-მ ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილი არასრულწლოვნების საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

20-04-2019

შსს-მ ზუგდიდის საავადმყოფოში მყოფი 10 უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვის საკითხზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო.


კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. თან არსებული საბუთების მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილი იყო. თუმცა ეჭვი გამოიწვია ფაქტმა, რომ ბავშვებიდან 4 ერთ წელს - 2017 წელსაა დაბადებული.


უკრაინელ ქალს, ზუგდიდში ბინა ინტერნეტით ჰქონდა ნაქირავები.


ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბავშვები სახლში მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ზოგ მათგანს ტანსაცმელიც კი არ ეცვა. მათივე თქმით, ბავშვებმა აღნიშნეს, რომ ქალი მათი დედა არ იყო.


ექიმის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


შსს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადებას არ ავრცელებს.