22-12-2017
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 დეკემბერს რუსთავში, მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, ცურტაველისა და მიმდებარე ქუჩებზე მაცხოვრებელ 5441 აბონენტს 09:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, 10:00-დან 12:00 საათამდე 1503 აბონენტს რუსთავში თბილისის, ყაზბეგის, იალღუჯის, ვახუშტის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 16:00 საათამდე 1439 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე 1095 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი და დარბაზი, 11:00-დან 13:00 საათამდე 2116 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, პანტიანი, კვესეთი, ღვევი, შამთა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 15:00 საათამდე 2788 აბონენტს მარნეულში თაყაიშვილის, ნარიმანოვის, გიორგაძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
წყარო: inforustavi