გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია, ანსამბლ „ჩელას“ 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

21-04-2019

ანსამბლ "ჩელას" ნახევარსაუკუნოვანი იუბილეს აღსანიშნავად კულტურის ცენტრ "ოდიშის" შენობასთან ანსამბლის ხელმძღვანელების, თამაზ, ჯემალ და ლერი მოსიების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


ღონისძიებას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ესწრებოდნენ.


"ანსამბლ "ჩელასა" და ძმებ მოსიებს ვულოცავ ვარსკვლავის გახსნას. ეს ადამიანები თავიანთი შემოქმედებითა და ღვაწლით არიან მაგალითი მთელი ზუგდიდისთვის, თუ, როგორ შეიძლება ღირსეული მოღვაწეობით მიიღო შედეგი და შემოქმედების უკვდავსაყოფად შენს ქალაქში გაგიხსნან ვარსკვლავი", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.


სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ანსამბლ "ჩელას" 50 წლის და თამაზ მოსიას 75 წლის იუბილე მიულოცა და მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა.


"ეს დღე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, ვინაიდან, აქ ჩვენმა ბრწყინვალე წარმომადგენლებმა ჩვენს მუნიციპალიტეტს დაანახეს ქართული ფოლკლორისა და მუსიკის ბრწყინვალე ნიმუშები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში იქმნებოდა სწორედ მათი მონაწილეობით. მინდა მადლობა გადავუხადო "ჩელას" თითოეულ წევრს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს აქ მოვიდა და დააფასა ბატონი თამაზისა და მისი ძმების ღვაწლი", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.