გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეს მართლმადიდებლები მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავენ

21-04-2019

დღეს მართლმადიდებლები ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობას აღნიშნავენ.


ბზობის შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც იერუსალიმში იესო ქრისტეს შესვლის ამბავია გადმოცემული.


ბზობის დღესასწაულის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების მოთხრობის დეტალებს - ამ დღეს მღვდელმსახურები მლოცველების მიერ მიტანილ ბზის ტოტებს აკურთხებენ.


დღესასწაული ყოველთვის აღდგომის წინა კვირას აღინიშნება.


ქართულ ეკლესიებში საზეიმო მსახურება დილიდან აღევლინება.