გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიება-„მხიარული მარათონი“ გადაიდო

5-02-2018

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის გამო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიება-„მხიარული მარათონი“, რომელიც შაბათს, 10 თებერვალს, უნდა ჩატარებულიყო, დროებით გადაიდო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო ვეტერანებო!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გაცნობებთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერან დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე განხორციელებული ტრაგიკული მოვლენის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ თავად ვეტერანი დოდო გუგეშაშვილი, შაბათს, 10 თებერვალს, უწყების მიერ ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისთვის დაგეგმილი გასართობი ღონისძიება “- მხიარული მარათონი“ დროებით გადაიდო.

ღონისძიების ჩატარების ზუსტ თარიღს გაცნობებთ მოგვიანებით”- ნათქვამია განცხადებაში.