გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებში ომის ვეტერანებთან შეხვედრებს მოაწყობს

5-02-2018

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, დებულებიდან გამომდინარე, მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივების, მხედრული ტრადიციების განმტკიცების, სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ვეტერანთა ღვაწლისა და დამსახურების სათანადო აღიარების მიზნით, 2018-19 წლების მანძილზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში (ძირითადად საშუალო სკოლებში) ომის ვეტერანების უფროსი კლასების მოსწავლეებთან და სტუდენტებთან შეხვედრას გეგმავს.  

აღნიშნული შეხვედრების დაიწყება რეგიონებიდან.

შეხვედრების დაგეგმვა მოხდება სკოლის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. შეხვედრაზე, შესაძლებლობების შესაბამისად, სასურველია, ბავშვებმა წარმოადგინონ ლიტერატურული ნაწარმოებები და ნახატები - ომისა და მშვიდობის, სამშობლოს, მებრძოლების ან სხვა პატრიოტულ თემებზე, რომლებიც  ჩვენი სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. ხოლო საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მოწვეულნი იქნებიან  სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში 17 ოქტომბერს "ვეტერანის დღეზე"  და დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

საუკეთესო ნამუშევრები გამოიცემა ბროშურის სახით და უსასყიდლოდ გადაეცემა ღონისძიებაში მონაწილე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.