გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა

20-02-2018

გუშინ საღამოს, ვარკეთილში, კახეთის გზატკეცილზე ორ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც მეორე ზოლში მყოფმა ავტომობილებმა საჭე ვერ დაიმორჩილეს და შეჯახება მოხდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დარჩა, მეორემ კი შემთხვევის ადგილი მიატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია პირის გარდაცვალება.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ქვეითად გადასასვლელია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"