გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

«Le Figaro» (საფრანგეთი): საქართველო-კავკასიის უცნობი მარგალიტი

21-02-2018

საქართველო თავისი მომხიბლავი მთიანი პეიზჟებით, რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიით, ეროვნული სამზარეულოს უგემრიელესი კერძებით, საოცარი სტუმართმოყვარეობით... აქ ყოველი ადამიანისათვის სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება! ეწვიეთ საქართველოს!“, - ამ სიტყვებით იწყება ფრანგულ გაზეთ «Le Figaro»-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც „კავკასიის ულამაზესი ქვეყნის“ ღირსშესანიშნაობებზეა საუბარი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გიომ დიელეველის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„საქართველო საოცარი ქვეყანაა. ის რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, შავი ზღვა ეკვრის და ირანთან ახლოსაა - შეიძლება ისიც კი გაიფიქროთ, რომ ეს აღმოსავლეთიაო, თუმცა საქართველო, კულტურულად და ისტორიულად, უფრო მეტად დასავლეთთანაა დაახლოებული. ხომ გახსოვთ ბერძენი იაზონისა და მისი არგონავტების მითიური ეპოპეა, რომლებიც ოქროს საწმისის საძებნელად გაემგზავრნენ? უფრო პროზაულად კი თუ ვიტყვით, საქართველო ამაყობს იმით, რომ ის ღვინის სამშობლოა და რომ ამ ქვეყანამ ქრისტიანული რელიგია ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ისტორიულად ქართველებს მტრების ბევრი შემოსევა უნახავთ და გადაუტანიათ. ამის შედეგად საქართველოს კულტურა მრავალფეროვანია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში და იქვე მოცემულია პოპულარული ტურისტული მარშრუტები - თბილისში, უფლისციხეში, ვარძიაში. განსაკუთრებით ხაზგასმულადაა აღწერილი ვარძია, რომელშიც, როგორც ავტორი წერს, 3 ათასამდე გამოქვაბულია და მასში 5 ათასამდე ადამიანი შეიძლება დაეტიოს.

რაც შეეხება ოქროს საწმისს: „მის სანახავად სვანეთს უნდა ეწვიოთ, სადაც ცად აზიდული მწვერვალები, მაღალი კოშკები და არაჩვეულებრივი პეიზაჟებია. აქ, სვანეთში, უძველესი დროიდანვე ადგილობრივი მცხოვრებლები - სვანები ცხვრის ტყავების მეშვეობით, ოქროს მოიპოვებდნენ. ასეთმა პრაქტიკამ დაბადა მითი ოქროს საწმისზე და ეს გასაკვირი არ არის: იქ რომ მოხვდებით, მითებისაგან შორს არ იქნებით“.

newspress