გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი კვირიკაშვილი: ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს ჟიული შარტავას სახელს

7-03-2018

საქართველოს პრეიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟიული შარტავას 74 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა.

ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, იგი ყოველთვის იქნება სამშობლოსთვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი“-განაცხადა პრემიერმა.


ჟიული შარტავა პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.