გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: ოლივერ ვარჰეისთან განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით

16-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური წერს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას.

„ოლივერ ვარჰეისთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წელს შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ რუსეთის მზარდი სამხედრო აქტიურობა რეგიონში მოითხოვს ევროკავშირის უფრო პროაქტიულ ჩართულობას", - წერს პრემიერ-მინისტრი.