გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დღეს სარფის საბაჟო დროებით მუშაობას შეწყვეტს

22-03-2018

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 მარტს, 09:00-21:00 საბაჟო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით მუშაობას შეწყვეტს.

"22 მარტს, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს 22 მარტს, 09:00-21:00 სთ განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

newposts