გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვეტერანების სამსახურის ინიციატივით, თსუ-ში ფოტოგამოფენა „სამშობლოსათვის“ გაიმართება

27-03-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, 29 მარტს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში გაიხსნება ფოტოგამოფენა- „სამშობლოსათვის“.

 

გამოფენა ეძღვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე მეომრების წარმოჩენასა და დაფასებას, საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას, უახლოესი წარსულის გაცნობას. აგრეთვე, იმ ადამიანების პოპულარიზაციას, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად შემოგვინახეს ეს ისტორიული კადრები.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქ. თბილისის ვ.გზირიშვილის სახელობის 173-ე და გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები, სამხედრო მოსამსახურეები, სტუდენტები და ვეტერანები.

გამოფენა 12 საათზე დაიწყება.