გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თავდაცვის ძალებში შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა

1-05-2023

თავდაცვის ძალებს შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი დასრულდა. ფინალური შეჯიბრება ნუცუბიძის პლატოზე მდებარე რაგბის სტადიონზე გაიმართა.


ტურნირში მონაწილეობას თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი იღებდა, გამარჯვებულები კი სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. პირველი ადგილი მე-4 ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები მე-3 და მე-2 ქვეითმა ბრიგადის გუნდებმა გადაინაწილეს. ფინალში მოთამაშე გუნდებს ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლები გადაეცათ. გამარჯვებულ გუნდს თასი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გადასცა.


ტურნირში მონაწილეებიდან საუკეთესო მოთამაშეები შეირჩევიან, რომლებიც თავდაცვის ძალების ნაკრებს დააკომპლექტებენ და უწყების სახელით 2023 წლის აგვისტოში საფრანგეთში დაგეგმილ რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.