გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პანკისის ხეობაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგო დაიღუპა

4-04-2019

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით,11 წლის გოგო ძმასთან ერთად თამაშობდა. სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა და სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა.


საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაიცვლილი დახვდათ. წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.


მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიზეზების დასადგენად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.