გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

4 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ცუდად ვიყავი – ემზარ კვიციანი მეუღლესთან დაშორებაზე

14-07-2020

საქართველოს პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი გადაცემა „ფარული კონვერტის“ ეთერში პირად ცხოვრებაზე საუბრობს.

 

როგორც ირკვევა, სკანდალური დეპუტატის პირად ცხოვრებას ემოციები და სენტიმენტები ახლდა. როგორც თავად ამბობს, ბავშვობაში საპირისპირო სქესის მიმართ გარკვეული კომპლექსები ჰქონდა.

 

რაც შეეხება მის ახლა უკვე ყოფილ მეუღლეს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ნანახი არ ჰყავდა, ნახა სიზმარში.

 

„სიზმარი ვნახე, იყო რაღაც ფოტო და ვიღაცამ მითხრა, რომ არის შენი საბედოო… დაახლოებით ერთ კვირაში წავედი სოხუმში, ახლობელთან და  იქ ალბომს ვათავლიერებდი. ვნახე ფოტო, რომელზეც იყო პატარა ბავშვი. როგორც კი ვნახე სიზამრი გამახსენდფა და ვიკითხე, ეს ბავშვი ვინ არის, ჩემი საბედოა-თქო. ნათესავმა გოგომ მითხრა, ჩემი დეიდაშვილი არისო… შენი დეიდაშვილი არ ვიცი, მაგრამ ეს ჩემი საბედოა-მეთქი… სამი წლის შემდეგ ისევ იმ ოჯახში, გაიღო კარი და შემოვიდა უკვე ჩემი მომავალი ცოლი… მას არ უნდოდა ჩემი ცოლობა, მაგრამ მე ვუთხარი, არ გინდა ბევრი ტამაში, უნდა გახდე ჩემი ცოლი-თქო.“ – ამბობს კვიციანი.

 

ემზარ კვიციანის მონათხრობიდან ირკვევა, რომ 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდი დეპრესია გადაიტანა.

 

„ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა ყველაზე მშვიდად ვცხოვრობდი, ყოველდღიურად შვიდგზის ლოცვას ვკითხულბდი. 4 დღე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ისე ცუდად ვიყავი“,- ამბობს კვიციანი.

პრაიმტაიმი