28-03-2018
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა. იმერეთის გუბერნიაში განმარტავენ, რომ გუბერნატორის მოვალეობას მისი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა 23 მარტს დატოვა.
შეგახსენებთ, რომ გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"