გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი: ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერაფერს შეიტყობთ ოპომედიისგან, არასამთავრობო თუ უფლებათა დამცველებისგან

16-08-2021

სანამ "კოლონიზატირი" დამამცირებლად და "არასერიოზულად" გვექცევა, მისი "წონითი" კატეგორიის პარტნიორებში - ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, ადამიანური მსხვერპლის ჩათვლით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლების, ხელკეტების გამოყენებით.


საუბარი მიდის ათობით, ასობით დაკავებულებზე, დასახიჩრებულებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მაგრამ - თქვენ, ამის შესახებ, ვერაფერს შეიტყობთ ოპომედიის საშუალებებიდან, ჩვენი არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორებიდან“ -ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,ევრონიუსის’’ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც აღწერილია, თუ როგორ დაარბიეს კოვიდ-დისტანციის რეგულაციების დარღვევების მიერ დაჯარიმებული მანიფესტანტები.


ექსპერტის აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველომ ორგზის მიიღო დადებითი შეფასება შიდა არეულობების დროს, თუ როგორ ჰუმანურად მყარდება წესრიგი, ზედმეტი ექსცესების გარეშე, პოლიციის მხრიდან. "ცეისის" შუშებიანი ევროდურბინტით რომ გვაკვირდებოდნენ - რამდენად კანონიერად და "ჰუმანურად" ვამყარებდით წესრიგს შიდა არეულობების დროს, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტის ორგზის შეფასება (დადებითი) მიიღო ჩვენმა პოლიციამ - გვესმის თუ არა, რას ნიშნავს კანონის დაცვა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დარჩენა... მოკლედ, სანამ "კოლონიზატირი" დამამცირებლად და "არასერიოზულად" გვექცევა, მისი "წონითი" კატეგორიის პარტნიორებში - ლიეტუვაში, გერმანიაში მიმდინარეობს დემონსტრანტების დარბევა, ადამიანური მსხვერპლის ჩათვლით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლების, ხელკეტების გამოყენებით. საუბარი მიდის ათობით, ასობით დაკავებულებზე, დასახიჩრებულებზე, დაზარალებულ ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე. მაგრამ - თქვენ, ამის შესახებ, ვერაფერს შეიტყობთ ოპპომედიის საშუალებებიდან, ჩვენი არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებათა დამცველი სექტორებიდან. რა გაეწყობა - მათ მაგივრობას გაგიწევთ’’ - წერს facebook - ზე დავით ქართველიშვილი.